
აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის სესიის ფარგლებში ქვეყნებს შორის სამშვიდობო დღის წესრიგის საკითხები განიხილეს
23/09/2025 12:42:00 კავკასია, მსოფლიო
აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ქვეყნებს შორის სამშვიდობო დღის წესრიგის საკითხები განიხილეს.
ჯეიჰუნ ბაირამოვმა და არარატ მირზოიანმა მოლაპარაკებები ნიუ იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის სესიის ფარგლებში გამართეს.
აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, 2025 წლის 8 აგვისტოს ვაშინგტონის სამშვიდობო სამიტის შედეგებზე დაყრდნობით, მინისტრებმა გაცვალეს მოსაზრებები სამშვიდობო დღის წესრიგის წინსვლის შესაძლო შემდგომ ნაბიჯებზე. მინისტრები დიალოგის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.