რუსეთში საპრეზიდენტო ვადებზე შეზღუდვები იხსნება
11/03/2020 11:46:07 მსოფლიო
რუსეთში საპრეზიდენტო ვადებზე შეზღუდვები იხსნება. სახელმწიფო სათათბირომ ქვეყნის კონსტიტუვიაში შესატანი ცვლილებები მესამე - საბოლოო მოსმენით მიიღო.
შეგახსენებთ, რომ შესაბამისი ინიციატივით დეპუტატი ვალენტინა ტერეშკოვა გამოვიდა.
"გამოვდივარ ინიციატივით, ან მოვხსნათ შეზღუდვები საპრეზიდენტო ვადებზე, ან შევიტანოთ ცვლილებებში დებულება იმის შესახებ, რომ ახალი კონსტიტუციის ძალაში შესვლის შემდეგ მოქმედ პრეზიდენტს, ისევე, როგორც ნებისმიერ სხვა მოქალაქეს, უფლება აქვს, არჩეულ იქნას ქვეყნის მმართველის პოსტზე", - განაცხადა ტერეშკოვამ.
მანამდე ლიბერალ-დემოკრატების ლიდერი ჟირინოვსკი, რომელიც კრემლის რუპორად მოიაზრება, გამოვიდა ინიციატივით, 2024 წლიდან რუსეთის პრეზიდენტს სახელმწიფო საბჭო ირჩევდეს.


