"ვვარაუდობ, კორონავირუსით გერმანიის მოსახლეობის 60-70% დაინფიცირდება"
11/03/2020 12:30:45 მსოფლიო
"ვვარაუდობ, რომ ახალი ტიპის კორონავირუსით („COVID-19“) ქვეყნის მოსახლეობის 60-70 პროცენტი დაინფიცირდება", – ამის შესახებ გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელმა ბერლინში, „COVID-19“–თან დაკავშირებულ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა.
„ჩვენ ვართ მდგომარეობაში, როდესაც ბევრი რამ არ ვიცით და რაც არ ვიცით, იმას სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ. როდესაც ვირუსი ტრიალებს, მოსახლეობას არ აქვს იმუნიტეტი და არ არსებობს თერაპია. ესე იგი, სავარაუდოდ, მოსახლეობის 60-70% დაინფიცირდება“, – განაცხადა ანგელა მერკელმა.
ბოლო მონაცემებით, გერმანიაში კორონავირუსს 3 ადამიანი ემსხვერპლა, ინფიცირებულია 1622.


