
აშშ-ის, ეგვიპტის, კატარისა და თურქეთის ლიდერებმა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს
13/10/2025 19:40:00 მსოფლიო
აშშ-ის, ეგვიპტის, კატარისა და თურქეთის ლიდერებმა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს, - ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.
„ამას 3000 წელი დასჭირდა, წარმოგიდგენიათ? ეს მყარი იქნება. ეს მსოფლიოსთვის შესანიშნავი დღეა“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტთან ერთად შეთანხმებას ხელი მოაწერეს ეგვიპტის პრეზიდენტმა აბდელ ფატაჰ ალ სისიმ, კატარის ამირამ შეიხ თამიმ ბინ ჰამად ალ-თანიმ და თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.
„ყოველთვის ამბობდნენ, რომ მესამე მსოფლიო ომი ახლო აღმოსავლეთში დაიწყებოდა, მაგრამ ეს აღარ მოხდება“, - აღნიშნა ტრამპმა ეგვიპტეში გამართულ სამიტზე.