Accentnews.ge
ჰარვი ვაინშტაინს სასამართლომ 23 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

ჰარვი ვაინშტაინს სასამართლომ 23 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

11/03/2020 16:37:49 მსოფლიო

ცნობილ კინოპროდიუსერ ჰარვი ვაინშტაინს 23 წლიანი პატიმრობა მიესაჯა. მოსამართლემ ყოფილ კინოპროდიუსერს 20 წელი მესამე ხარისხის გაუპატიურებისთვის მიუსაჯა, ხოლო 3 წელი პირველი ხარისხის დანაშაულებრივი სქესობრივი აქტის გამო.

ვაინშტაინს გათავისუფლების შემდეგ 5 წელი ზედამხედველობის ქვეშ მოუწევს ყოფნა და ასევე, რეესტრში უნდა დარეგისტრირდეს, როგორც სექსუალური მოძალადე.

შეგახსენებთ, ნიუ-იორკის სასამართლომ, 24 თებერვალს, 67 წლის ვაინშტაინი ხუთიდან ორ პუნქტში სცნო დამნაშავედ. ვაინშტაინს წინ ელის სასამართლო განხილვები ლოს-ანჯელესშიც, სადაც ორი ქალის წინააღმდეგ სექსუალურ შევიწროება და გაუპატიურება ედება ბრალად.

2017 წლიდან, ვაინშტაინი 80-ზე მეტმა ქალმა, მათ შორის ცნობილმა მსახიობებმა, სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულეს. ჰარვი ვაინშტაინის საქმემ საფუძველი დაუდო ქალთა სექსუალური შევიწროების ცნობილ კამპანიას #Metoo.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S