ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა
11/03/2020 16:40:01 მსოფლიო
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი ტიპის კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა. ეს არის პირველი კორონავირუსი, რომელიც პანდემიად გამოცხადდა.
„ჩვენ მიერ გაკეთებული შეფასებით, „კოვიდ-19“-ის დახასიათება შესაძლებელია, როგორც პანდემია“, – განაცხადა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის დირექტორმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.
მისი თქმით, სიტუაციის პანდემიად შეფასება არ ცვლის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ კორონავირუსის საფრთხის შეფასებას.
„ქვეყნებს ყოველდღე საგანგებო და აგრესიული ზომებისკენ მოვუწოდებთ. ჩვენ განგაშის ზარებს ხმამაღლა და მკაფიოდ ვრეკავთ“, – განაცხადა მან.
ახალი კორონავირუსი პირველად ჩინეთში, დეკემბრის დასაწყისში დაფიქსირდა. მას შემდეგ ვირუსი მსოფლიოს 90-ზე მეტ ქვეყანაში გავრცელდა.
საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 24 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.


