კორონავირუსით კიდევ რამდენიმე ირანელი მაღალჩინოსანი დაინფიცირდა
11/03/2020 18:37:52 მსოფლიო
ირანის ვიცე-პრეზიდენტს ესჰაქ ჯაჰანგირის, კულტურისა და ტურიზმის მინისტრს ალი მუნესანსა და ვაჭრობის მინისტრს რეზა რაჰმანის კორონავირუსი დაუდასტურდათ. ამის შესახებ ირანული მედია იუწყება.
ამ დროისთვის მინისტრი ჯაჰანგირი საკარანტინო ზონაშია მოთავსებული და მკურნალობის კურსს გადის, ხოლო დანარჩენების ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება.
ირანში 19 თებერვლიდან დღემდე დაავადების 9 ათასი შემთხვევა გამოვლინდა. 354 პაციენტი გარდაიცვალა, 2900-ზე მეტი გამოჯანმრთელდა.
ცნობილია, რომ კორნავრუსი დაუდასტურდათ ირანელ დეპუტატებს, ვიცე–პრეზიდენტს.


