იტალიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა
11/03/2020 18:43:08 მსოფლიო
იტალიაში კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა, დღე-ღამის განმავლობაში 2 313 ადამიანით გაიზარდა. საერთო ჯამში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 12 462-ს შეადგენს.
რაც შეეხება გარდაცვალების შემთხვევებს, ქვეყნის სამოქალაქო თავდაცვის სამსახურის ხელმძღვანელის ანჯელო ბორელის განაცხადებით, დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის შედეგად დაიღუპა 196 ადამიანი, ჯამში კი ინფექციის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 827-ს აღწევს.
მისივე ინფორმაციით, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 41-ით გაიზარდა და 1045 ადამიანი შეადგინა.
ცნობისთვის: ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის 124 910 შემთხვევა არის დაფიქსირებული. გარდაცვლილია 4 585 ადამიანი, გამოჯანმრთელდა - 67 050.
იტალია "წითელ ზონადაა" გამოცხადებული.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა


