იტალიის ვარესის რაიონის სამედიცინო ასოციაციის პრეზიდენტი კორონავირუსით გარდაიცვალა
11/03/2020 19:30:43 მსოფლიო
იტალიის ჩრდილოეთში მდებარე ვარესის რაიონის სამედიცინო ასოციაციის პრეზიდენტი რობერტო სტელა ახალი ტიპის კორონავირუსით გარდაიცვალა.
როგორც ქვეყნის სახელმწიფო მედიასაშუალება ANSA იუწყება, 67 წლის მედიკოსი ქალაქ კომოში მდებარე ჰოსპიტალში მკურნალობდა, თუმცა ექიმებმა მისი გარადრჩენა ვერ შეძლეს.
ბოლო მონაცემებით, დღე-ღამის კორონავირუსის 196 ადამიანი ემსხვერპლა, ჯამში ინფექციის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 827-ს აღწევს. რაც შეეხება ინფიცირებულებს, მათი რაოდენობა 12 462-ს აჭარბებს. ვირუსისგან 1045 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
ცნობისთვის: უკანასკნელი მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის 124 910–ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული. გარდაცვლილია 4 585 ადამიანი, გამოჯანმრთელდა - 67 050.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა.


