კორონავირუსით ინფიცირებული 103 წლის ქალი გამოჯანმრთელდა
11/03/2020 19:44:36 მსოფლიო
ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებული 103 წლის ქალი ჟანგ გუანფენი განიკურნა.
ქალი უხანის საავადმყოფოში ექვსდღიანი მკურნალობის შემდეგ გაწრეს.
როგორც მედიკოსები აცხადებენ, ხანდაზმულის მსგავსი სწრაფი ტემპით გამოჯანმრთელების მიზეზი ის გარემოება გახდა, რომ პაციენტს გარდა მსუბუქი ქრონიკული ბრონქიტისა, სხვა თანმხლები დაავადება მას არ ჰქონდა.
როგორც მედიკოსები ამბობენ, ხანდაზმულ და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებს ახალი კორონავირუსის მძიმე სიმპტომების განვითარების უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან. 103 წლის ქალი კი ყველაზე ასაკოვანი ადამიანი გახდა ახალი კორონავირუსისგან განკურნებულთა შორის. ცნობილია, რომ რამდენიმე დღის წინ დაავადებისგან უხანში 101 წლის კაციც გამოჯანმრთელდა.
ცნობისთვის:ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა ეს არის ეპიდემია, რომელსაც ახასიათებს ინფექციური დაავადების გავრცელება ვრცელ რეგიონში; მაგალითად, რამდენიმე ქვეყანაში ან მთელ მსოფლიოში.


