ტომ ჰენკსი და მისი მეუღლე კორონავირუსით დაინფიცირდნენ
12/03/2020 04:09:33 მსოფლიო
ამერიკელ მსახიობ ტომ ჰენკსსა და მის მეუღლეს რიტა უილსონს კორონავირუსი დაუდგინდათ. ამის შესახებ მსახიობმა სოციალურ ქსელში თავად დაწერა.
ისინი ავსტრალიის ქალაქ გოლდ-კოსტის საავადმყოფოში იმყოფებიან.
„თავს დაღლილად ვგრძნობდით, თითქოს გავცივდით. ცხელების მსგავსიც გვქონდა. იმისათვის, რომ სწორად მოვქცეულიყავით, როგორც ეს აუცილებელია დღევანდელ მსოფლიოში, ჩვენ კორონავირუსზე ტესტი გავიკეთეთ და შედეგები დადებითი აღმოჩნდა“, – წერს ტომ ჰენკსი.
ავსტრალიური მედიის ცნობით, ტომ ჰენკსი და მისი მეუღლე ავსტრალიაში ელვის პრესლის შესახებ ახალი ფილმის გადაღებისთვის ჩავიდნენ. ჯერ დაუდგენელია, რა გზით დაინფიცირდა წყვილი.


