Accentnews.ge
აშშ-მა ევროპიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიღება შეაჩერა

აშშ-მა ევროპიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიღება შეაჩერა

12/03/2020 04:17:40 მსოფლიო

კორონავირუსის გავრცელების გამო, აშშ ევროპიდან უცხოელების მიღებას აჩერებს. აკრძალვა 13 მარტის შუაღამიდან 30 დღით ამოქმედდება. გამონაკლისი მხოლოდ დიდი ბრიტანეთის მოქალაქეებისთვის დაიშვება.

„გამონაკლისი გაკეთდება მხოლოდ ამერიკელებისთვის, რომლებიც გადიან სპეციალურ შემოწმებას. შეზღუდვები ასევე არ გავრცელდება დიდ ბრიტანეთზე“, – აღნიშნა აშშ-ის ლიდერმა დონალდ ტრამპმა .

დონალდ ტრამპის მიერ გამოცხადებული ზომები მგზავრების როგორც საჰაერო, ისე საზღვაო გადაყვანის შეჩერებას გულისხმობს.

კოორნავირუსის გავრცელების გამო საგანგებო მდგომარეობა აშშ-ს 24 შტატში მოქმედებს. გარდაცვლილია 38 ადამიანი. კორონავირუსის შემთხვევების რიცხვი 1200-ს აჭარბებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S