ერაყში, ბაზაზე საავიაციო შეტევას ამერიკელი და ბრიტანელი სამხედროები ემსხვერპლნენ
12/03/2020 05:35:54 მსოფლიო
ერაყში, ბაზაზე საავიაციო შეტევას ამერიკელი და ბრიტანელი სამხედროები ემსხვერპლნენ, – იუწყება "The Guardian".
მისივე ცნობით, მომხდარის შედეგად დაშავებულია, 12 სამხედრო მოსამსახურე.
ბაზაზე საჰაერო დარტყმები დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში გაგრძელდა. არსებული ინფორმაციით, თავდასხმა ირანის მიერ მხარდაჭერილმა მებრძოლებმა ერაყი–სირიის საზღვართან მდებარე ბაზიდან განახორციელეს.
მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ–ჯერობით არავის აუღია.


