„საქართველოს ბანკისა“ და კომაროვის სკოლის STEM ოლიმპიადაზე რეგისტრაცია 30 ნოემბრამდე გრძელდება
06/11/2025 03:19:00 საზოგადოება, რეკლამა
თუ ხარ VII-XI კლასის მოსწავლე, 30 ნოემბრის ჩათვლით, დარეგისტრირდი „საქართველოს ბანკის“ და კომაროვის სკოლის STEM ოლიმპიადაზე,გამოავლინე შენი ცოდნა ფიზიკისა და მათემატიკის მიმართულებით და გაიმარჯვე.
- STEM ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღება ერთი სკოლიდან ერთ გუნდს შეუძლია, რომელიც VII-XI კლასის 5 მოსწავლისგან იქნება დაკომპლექტებული;
- STEM ოლიმპიადა ორ ტურად ჩატარდება: პირველი ტურის ფარგლებში მოსწავლეები ინდივიდუალურად შეასრულებენ ფიზიკისა და მათემატიკის დავალებებს. მეორე ეტაპზე კი, საუკეთესო შედეგის მქონე 10 გუნდი პრაქტიკული დავალებების შესრულებაზე ერთად იმუშავებს;
- საპრიზო ადგილზე გასული გუნდების პეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან, ყველა მოსწავლე კი სერტიფიკატს მიიღებს.
ოლიმპიადის ფარგლებში, გამარჯვებული სკოლის გუნდს 10 000 ლარი გადაეცემა.
აღსანიშნავია, რომ STEM ოლიმპიადის ფინალურ ეტაპზე გადასული გუნდები და მათი მენტორები 3 თვის განმავლობაში გაივლიან კონსულტაციებს კომაროვის პროფესიონალებთან მიკროკონტროლერ Arduino-ს დაპროგრამებისა და მისი საშუალებით STEM პროექტებზე მუშაობის მიმართულებით.
ოლიმპიადის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.
ინფორმაციისთვის, პროექტში მონაწილეობა 200-ზე მეტი სკოლის 1500-მდე მოსწავლემ უკვე მიიღო. ოლიმპიადა განკუთვნილიამხოლოდ არა ფიზიკა-მათემატიკურისკოლებისთვის. ფიზიკა – მათემატიკური სკოლის გუნდებსმონაწილეობის მიღება შეუძლიათმხოლოდ კონკურსგარეშესტატუსით (აღნიშნული სკოლისგუნდებს ოლიმპიადისსაორგანიზაციო ჯგუფიგამოცდილების მიღების მიზნითსთავაზობს პირდაპირ ფინალურეტაპზე მონაწილეობას, თუმცა მათიშედეგები არ გამოიანგარიშება და, შესაბამისად, ფიზიკა – მათემატიკური სკოლის გუნდებისაპრიზო ადგილებს ვერ დაიკავებენ).


