საბერძნეთში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
12/03/2020 07:11:16 მსოფლიო
საბერძნეთში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაცვლილი 66 წლის მამაკაცია, რომელიც ისრაელსა და ეგვიპტეში პილიგრიმად იმყოფებოდა.
საბერძნეთის ჯანმრთელობის სამინისტროს ცნობით, ინფიცირებულს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა.
საბერძნეთში კორონავირუსის 66 შემთხვევაა გამოვლენილი. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, კარანტინში მოათავსეს ერთ-ერთი ბორანის მგზავრები, რადგან ეკიპაჟის ერთი წევრი შეუძლოდ გახდა. მას კორონავირუსზე ტესტს ჩაუტარებენ. კუნძულ ლიმნოსთან მდგარი გემის ბორტზე 341 მგზავრი და ეკიპაჟის 77 წევრი იმყოფებოდა.


