Accentnews.ge
ჩინეთი ირწმუნება, რომ ქვეყანაში კორონავირუსის პიკი გადავლილია

ჩინეთი ირწმუნება, რომ ქვეყანაში კორონავირუსის პიკი გადავლილია

12/03/2020 08:47:20 მსოფლიო

ჩინეთის ჯანდაცვის კომიტეტის ოფიციალური წარმომადგენელის მი ფენის განცხადებით, ქვეყანაში ახალი ტიპის კორონავირუსის ეპიდემიის პიკი გადავლილია.

„ერთი კვირის განმავლობაში ინფიცირების ახალი შემთხვევები უხანის გარდა ხუბეის პროვინციის არც ერთ ქალაქში არ დაფიქსირებულა . ხუბეის პროვინციის გარეთ შვიდი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, აქედან ექვსი შემოტანილი იყო. ეს მონაცემები ცხადყოფს, რომ მთლიანობაში ქვეყანაში ეპიდემიის პიკი გადავლილია“, - განაცხადა მან.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა.ახალი ტიპის ვირუსი მსოფლიოს 100–ზე მეტ ქვეყანაში ფიქსირდება.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S