Accentnews.ge
რონალდო კარანტინში მოათავსეს

რონალდო კარანტინში მოათავსეს

12/03/2020 09:18:34 მსოფლიო

„იუვენტუსისა“ და პორტუგალიის ნაკრების ფორვარდი კრიშტიანო რონალდო კარანტინში მოათავსეს.

ბრიტანული მედიის ცნობით, იგი 14 დღის განმავლობაში პორტუგალიაში, მადეირაში საკუთარ სახლში იზოლაციაში იქნება.

ფეხბურთელის საკარანტინო სივრცეში მოთავსების აუცილებლობა მას შემდეგ დადგა, რაც მის თანაგუნდელ დანიელე რუგანის ახალი ტიპის კორონავირუსი დაუდასტურდა.

როგორც ბრიტანული მედია იუწყება, რამდენიმე დღის წინ „იუვენტუსისა“ და „ინტერის“ მატჩი გულშემატკივრების გარეშე გაიმართა. რონალდო და რუგანი ერთი გასახდელი ოთახით სარგებლობდნენ.

ამ დროისთვის ორივე გუნდის ფეხბურთელები, სამწვრთნელი შტაბი, მსაჯები და ყველა, ვინც ჩართულნი იყვნენ თამაშში, უკვე თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S