Accentnews.ge
ჩინეთი იტალიას სამედიცინო მასალების გარდა, მედპერსონალსაც უგზავნის

ჩინეთი იტალიას სამედიცინო მასალების გარდა, მედპერსონალსაც უგზავნის

12/03/2020 10:15:27 მსოფლიო

ჩინეთი იტალიას სამედიცინო მასალების გარდა, მედპერსონალსაც უგზავნის. ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჩინელ ექიმთა ჯგუფი იტალიაში დღეც ჩავა და ისინი იტალიელ კოლეგებს ახალი ტიპის კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში დაეხმარებიან.

მანამდე ჩინეთმა იტალიას 2 მლნ ნიღაბი და 200 000 სამედიცინო დამცავი აღჭურვილობა გაუგზავნა.

ბოლო მონაცემებით, იტალიაში კორონავირუსს 827 ადამიანი ემსხვერპლა, ინფიცირებულია 12 462.

ცნობისთვის: ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით („COVID-19“) გარდაცვალების შემთხვევები მკვეთრად მცირდება, ქვეყნის საზღვრებს გარეთ კი იზრდება. ბოლო მანაცემებით, გასული დღე–ღამის განმავლობაში ქვეყანაში „COVID-19“–ს 11 ადამიანი ემსხვერპლა და 18 დაინფიცირდა.

ჩინეთის საზღვრებს გარეთ, „COVID-19“–ით ინფიცირებულთა და დაღუპულთა რაოდენობა იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის იტალიაში, ირანსა და სამხრეთ კორეაშია.

მსოფლიოში "COVID-19"–მა 4300–ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდნობამ კი 118 000–ს გადააჭარბა. 69 000–მდე ინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა.

11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 24 შემთხვევაა დადასტურებული.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S