ესპანეთის თანასწორობის მინისტრს კორონავირუსი დაუდასტურდა, ვიცე–პრემიერი კი კარანტინში მოათავსეს
12/03/2020 11:00:26 მსოფლიო
ესპანეთის თანასწორობის მინისტრ ირენე მონტეროს ახალი ტიპის კორონავირუსი დაუდასტურდა, ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მოადგილე პაბლო იგლესიასი კი კარანტინშია მოთავსებული, – ამის შესახებ ესპანური მედია მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება.
მისივე ცნობით, შესწორებები შევიდა მთავრობის სხდომის დღის წესრიგში, რომელიც დღეს უნდა გაიმართოს. შეხვედრას მხოლოდ ის მინისტრები დაესწრებიან, რომელთაც კორონავირუსის წინააღმდეგ ზომების მიღების შესახებ საკვანძო გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ.
ბოლო მონაცემებით, ესპანეთში კორონავირუსს 55 ადამიანი ემსხვერპლა, ინფიცირებულია 2277.


