Accentnews.ge
აშშ-მა ირანელი ხალხის წინააღმდეგ რეპრესიებში ჩართულ პირებს ფინანსური სანქციები დაუწესა

აშშ-მა ირანელი ხალხის წინააღმდეგ რეპრესიებში ჩართულ პირებს ფინანსური სანქციები დაუწესა

16/01/2026 21:17:00 მსოფლიო

აშშ-მა ფინანსური სანქციები დაუწესა ირანელი ხალხის რეპრესიებში ჩართულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს. ხაზინის მდივნის, სკოტ ბესენტის ინფორმაციით, ჯამში, დასანქცირდა 18 ფიზიკური და იურიდიული პირი, “რომლებიც მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ირანული ნავთობისა და ქიმიური პროდუქტების უცხოურ ბაზარზე გაყიდვით მიღებული შემოსავლების გათეთრებაში”.

სანქციები დაუწესდებათ იმ ჩრდილოვან საბანკო ქსელებსაც, რომლებიც “ირანის ელიტას საშუალებას აძლევს მოიპაროს და გაათეთროს ქვეყნის ბუნებრივი რესურსებიდან მიღებული შემოსავლები”.

“აშშ მტკიცედ უჭერს მხარს ირანელი ხალხის მოთხოვნებს თავისუფლებისა და სამართლიანობისთვის. პრეზიდენტ ტრამპის მითითებით, ფინანსთა სამინისტრო სანქციებს დაუწესებს ირანის იმ ძირითად ლიდერებს, რომლებიც მონაწილეობენ ხალხის წინააღმდეგ განხორციელებულ სასტიკ რეპრესიებში. ფინანსთა სამინისტრო გამოიყენებს ყველა მიზანმიმართულ ინსტრუმენტს იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვინც დგანან რეჟიმის მიერ ადამიანის უფლებებზე ტირანული ზეწოლის უკან”, – განაცხადა სკოტ ბერსენტმა.

სანქცირებულ პირთაგან ერთ-ერთია ირანის უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს მდივანი ალი ლარიჯანი. სახაზინო დეპარტამენტის ინფორმაციით, ის ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც ირანელი ხალხის ლეგიტიმური მოთხოვნების საპასუხოდ ძალადობა წაახალისა.

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს შემოსავლები ირანში ხალხის წინააღმდეგ რეპრესიების, ხოლო ირანის ფარგლებს გარეთ ტერორისტული ორგანიზაციების დასაფინანსებლად გამოიყენება იმ ფონზე, როცა ირანელი ხალხი მასობრივი ეკონომიკური პრობლემების წინაშეა, რომლებიც გამოწვეულია რეჟიმის არასწორი ეკონომიკური პოლიტიკითა და ინფლაციით.


ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S