საქართველოს ბანკი 2010 წლიდან 18 დაცული ტერიტორიის მხარდამჭერია
28/01/2026 17:47:00 საზოგადოება, რეკლამა
„საქართველოს ბანკი“, კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს ქვეყნის ენდემური ეკოსისტემის, ფლორისა და ფაუნის შენარჩუნებას. სწორედ ამ მიზნით, ბანკი 2010 წლიდან 18 დაცული ტერიტორიის მხარდამჭერია.
აღნიშნულ ტერიტორიებს შორისაა: ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულიპარკი, ალგეთის ეროვნული პარკი, ჯავახეთის ეროვნული პარკი, კინტრიშის დაცული ტერიტორიები, მტირალას ეროვნული პარკი, მაჭახელას ეროვნული პარკი, კოლხეთის ეროვნული პარკი, ქობულეთის დაცული ტერიტორიები, რაჭის ეროვნული პარკი, ლაგოდეხისდაცული ტერიტორიები, ვაშლოვანისეროვნული პარკი, თუშეთისეროვნული პარკი, ბაწარა-ბაბანეურისდაცული ტერიტორიები, ფაშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკი, ყაზბეგის ეროვნული პარკი, თუშეთისდაცული ლანდშაფტი, არაგვისდაცული ლანდშაფტი და თრუსოსდაცული ლანდშაფტი.
საქართველოს ბანკის გარემოსდაცვით პორტფელში შემავალი დაცული ტერიტორიების ჯამური ფართობი 740,000 ჰექტარამდეა და 18 ადმინისტრაციულ ცენტრს აერთიანებს. ამ ტერიტორიებზე 510-მდე დასაქმებულია, მათ შორის არიან რეინჯერები. ინიციატივის ფარგლებში კი ხდება სხვადასხვა ადმინისტრაციული და ინფრასტრუქტურის გამართვის ხარჯების დაფარვა.
“საქართველოს ბანკის გუნდისთვის, მდგრადი განვითარება ერთ-ერთიმთავარი ღირებულებაა, სწორედამიტომ, სხვადასხვა ინიციატივასვახორციელებთ და ვუჭერთ მხარს, რომელიც გარემოსა დასაზოგადოებაზე დადებითი გავლენისმოხდენას ისახავს მიზნად. ერთ-ერთიასეთი ინიციატივა კი დაცულიტერიტორიების მხარდაჭერაა, რაცთავის მხრივ ენდემური ეკოსისტემის, ფლორისა და ფაუნის შენარჩუნებასუწყობს ხელს. ამ მიზნით, კავკასიისბუნების ფონდთანდავპარტნიორდით. თანამშრომლობის ფარგლებში კი 2010 წლიდან საქართველოს ბანკი 18 დაცული ტერიტორიის მხარდამჭერია. თუმცა, ჩვენ არ ვჩერდებით დაგანვაგრძობთ ახალი ინიციატივებისგანხორციელებას“, – აღნიშნავს ანალომთაძე, საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელი.
ინფორმაციისთვის, კორპორატიულისოციალური პასუხისმგებლობისფარგლებში, საქართველოს ბანკი 40-ზე მეტ პროექტს ახორციელებს დაუჭერს მხარს. ბანკის CSR მიმართულების პორტფელი მოიცავსსაგანმანათლებლო პროექტებს, მასწავლებლების, ახალგაზრდაპროფესიონალების, ბიზნესებისმხარდასაჭერ ინიციატივებს, დაცულტერიტორიებს და სხვა. საქართველოსბანკის მიერ განხორციელებულიპროექტების შესახებ დეტალურიინფორმაციის მისაღებად ეწვიეთვებგვერდს csr.bog.ge


