ბრაზილიელ ჩინოსანს, რომელსაც ტრამპი შეხვდა, COVID-19 აღმოაჩნდა
12/03/2020 19:18:58 მსოფლიო
ბრაზილიის პრეზიდენტის თანაშემწე, რომელიც მაიამიში აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპთან შეხვედრას ესწრებოდა, ახალი ტიპის კორონავირუსით აღმოჩნდა დაავადებული, – იუწყება AFP ბრაზილიის მთავრობის განცხადებაზე დაყრდნობით.
ფაბიო ვაინგარტენი ბრაზილიის ლიდერ ჟაირ ბოლსონარს თან ახლდა აშშ-ში ვიზიტის დროს. მაიამის შეხვედრის შემდეგ მან "ინსტრაგრამში" ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც გვერდით უდგას ტრამპსა და ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსს.
ბრაზილიაში ჩინოსანი 12 მარტს დაბრუნდა და ამის შემდეგ გრიპის სიმპტომები გამოუვლინდა.
ამჟამად იგი კარანტინშია მოთავსებული.
ბრაზილიის პრეზიდენტი და დელეგაციის სხვა წევრები მედიკოსების დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან.
თავად ტრამპმა ირლანდიის პრემიერ ლეო ვარადკართან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ “არანაირ შეშფოთებას არ გრძნობს”.


