Accentnews.ge
ჩინელი მეცნიერების ვარაუდით, კორონავირუსი შესაძლოა, 37 დღის განმავლობაში იყოს გადამდები

ჩინელი მეცნიერების ვარაუდით, კორონავირუსი შესაძლოა, 37 დღის განმავლობაში იყოს გადამდები

12/03/2020 21:27:11 მსოფლიო

ჩინელი მეცნიერები აცხადებენ, რომ ახალი კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს სასუნთქ ტრაქტში პათოგენი 37 დღის განმავლობაში უნარჩუნდებათ.

მეცნიერებმა კორონავირუსით ინფიცირებული 191 პაციენტის სამედიცინო ჩანაწერები და ლაბორატორიული მონაცემები შეისწავლეს.

როგორც ჩინეთის სამედიცინო მეცნიერების აკადემიის წევრი ფეი ჩჟოუ ამბობს, კვლევის შედეგად მიღებულ მონაცემებს დიდი მნიშვნელობა აქვს პაციენტის იზოლირების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისა და ანტივირუსული მკურნალობის ხანგრძლივობისთვის.

"რესპირატორულ სინჯებში, რომელიც აღებული იყო განკურნებული პაციენტებისგან ინფიცირებიდან 20 დღეში, ვირუსის რიბონუკლეინის მჟავა აღმოჩნდა",– აცხადებენ ჩინელი მეცნიერები.

სადღეისოდ იზოლაციისთვის რეკომენდებული პერიოდი 14 დღა, თუმცა, თუ ადამიანები სიმპტომების გაქრობის შემდეგ გარკვეული პერიოდის განმავლობაში კვლავ ვირუსის გადამდები არიან, შესაძლოა, უნებლიედ გაავრცელონ პათოგენი კარანტინიდან დაბრუნების შემდეგ.

ცნობისთვის: ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი ტიპის კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S