ბოლო 24 საათში სამხრეთ კორეაში კორონავირუსისგან უფრო მეტი პაციენტი განიკურნა, ვიდრე დაინფიცირდა
13/03/2020 06:00:05 მსოფლიო
ბოლო 24 საათში სამხრეთ კორეაში ახალი ტიპის კორონავირუსისგან (Covid-19) უფრო მეტი პაციენტი განიკურნა, ვიდრე დაინფიცირდა. დღე–ღამის განმავლობაში ქვეყანაში Covid-19–ით ინფიცირების 110 შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო საავადმყოფოებიდან 114 განკურნებული პაციენტი გაწერეს.
სამხრეთ კორეაში ვირუსის პირველი შემთხვევა 20 იანვარს დაფიქსირდა. მას შემდეგ ეს პირველი დღეა, როდესაც ახალი ინფიცირებულების რაოდენობას განკურნებულების რიცხვმა გადააჭარბა.
ბოლო მონაცემებით, სამხრეთ კორეაში კორონავირუსს 66 ადამიანი ემსხვერპლა, ინფიცირებულია 7 797 ადამიანი.


