კანადის პრემიერ-მინისტრის მეუღლეს კორონავირუსი დაუდგინდა, რის გამოც ჯასტინ ტრიუდო თვითიზოლაციაში რჩება
13/03/2020 06:18:48 მსოფლიო
კანადის პრემიერ-მინისტრის ჯასტინ ტრიუდოს მეუღლეს სოფი გრეგუარს ახალი ტიპის კორონავირუსი (COVID-19) დაუდგინდა.
პრემიერის მეუღლე თავს კარგად გრძნობს და მხოლოდ მსუბუქი სიმპტომები აღენიშნება.
რაც შეეხება ჯასტინ ტრიუდოს, მას ვირუსზე ტესტი არ ჩატარებია, ვინაიდან COVID-19-ის სიმპტომები არ აქვს, თუმცა, პრემიერ-მინისტრი იზოლაციაში 14 დღის განმავლობაში დარჩება.


