Accentnews.ge
მსოფლიოში კორონავირუსს 4 983 ადამიანი ემსხვერპლა, 70 387 კი გამოჯანმრთელდა

მსოფლიოში კორონავირუსს 4 983 ადამიანი ემსხვერპლა, 70 387 კი გამოჯანმრთელდა

13/03/2020 06:32:44 მსოფლიო

ბოლო მონაცემებით, ახალი ტიპის კორონავირუსს მსოფლიოში 4 983 ადამიანი ემსხვერპლა, 134 769 დაინფიცირდა, 70 387 კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის კორონავირუსი მსოფლიოს 127 ქვეყანასა და ტერიტორიაზეა გავრცელებული.

კორონავირუსით დაინფიცირებისა და დაღუპვის უმეტესი შემთხვევები ჩინეთშია დადასტურებული. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ინფიცირებულთა და დაავადებით გარდაცვლილთა რაოდენობა მკვეთრად შემცირდა, ქვეყნის საზღვრებს გარეთ კი იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის იტალიასა და ირანშია.

11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა.

უკანასკნელი მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 25 შემთხვევაა დადასტურებული. 25 ინფიცირებული პაციენტიდან 22 თბილისის ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული, 3 – საჩხერის კლინიკაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S