ავსტრალიის შინაგან საქმეთა მინისტრს კორონავირუსი დაუდგინდა
13/03/2020 07:50:32 მსოფლიო
ავსტრალიის შინაგან საქმეთა მინისტრ პიტერ დატტონს ახალი ტიპის კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ ინფორმაცია თავად მინისტრმა გაავრცელა.
„ჰოსპიტალიზებული ვარ. ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, – ნათქვამია დატტონის განცხადებაში.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით 140 ადამიანია ინფიცირებული.
ცნობისთვის: ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით („COVID-19“) გარდაცვალებისა და ინფიცირების შემთხვევები მკვეთრად მცირდება, ქვეყნის საზღვრებს გარეთ კი იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის იტალიასა და ირანშია.
მსოფლიოში "COVID-19"–მა 4 983 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდნობამ კი 134 000–ს გადააჭარბა. 71 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა.
11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 25 შემთხვევაა დადასტურებული. 25 ინფიცირებული პაციენტიდან 22 თბილისის ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული, 3 – საჩხერის კლინიკაში.


