Accentnews.ge
ყველაზე მასშტაბური გუნდური ოლიმპიადა საქართველოში - როგორია საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM ოლიმპიადა

ყველაზე მასშტაბური გუნდური ოლიმპიადა საქართველოში - როგორია საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM ოლიმპიადა

08/04/2026 16:20:00 საზოგადოება, რეკლამა

ტექნოლოგიებითა და ინჟინერიით დაინტერესებული სკოლის მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკი, კომაროვის სკოლასთან თანამშრომლობით საქართველოში ყველაზე მასშტაბურ სასკოლოგუნდურ შეჯიბრებას - STEM ოლიმპიადას ახორციელებს.

პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს მოსწავლეებში STEM მიმართულებების პოპულარიზაციას, მისცეს მათ შესაძლებლობა, გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი და გადადგან პირველი ნაბიჯები მომავლის პროფესიებში.

საქართველოს ბანკის და კომაროვის სკოლის STEM ოლიმპიადაში მონაწილეობა უკვე 400-ზე მეტი სკოლის, 2000-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო.

STEM ოლიმპიადა სამ ეტაპად ტარდება. პირველ ეტაპზე ონლაინ შესარჩევი ტური იმართება, რომლის ფარგლებშიც მონაწილეები წერენ ტესტს, საუკეთესო შედეგის მქონე გუნდები (მონაწილე გუნდების 50%) კი პირველ ტურში გადადიან.

პირველი ტური დასწრებულად ტარდება, რომელშიც ონლაინ შესარჩევი ტურის შედეგების მიხედვით შერჩეული გუნდები მონაწილეობენ. თითოეული გუნდი დაკომპლექტებულია 5 მოსწავლისგან, რომელთაგან სამი მოსწავლე წერს მათემატიკის, ორი კი ფიზიკის საოლიმპიადო ამოცანებს. ჯამურ შედეგებზე დაყრდნობით, ხდება 10 საუკეთესო შედეგის მქონე სკოლის გუნდის გამოვლენა და ისინი მონაწილეობას ფინალში იღებენ.

ფინალურ ეტაპზე მოსწავლეები ერთმანეთს გუნდურად, პრაქტიკული დავალებების შესრულებაში ეჯიბრებიან და STEM პროექტზე მუშაობენ.

ამასთან, ფინალურ ტურამდე მონაწილე გუნდებს 40 საათიანი ციფრული ინჟინერიისა და პროგრამირების კურსი უტარდებათ, რომელსაც კომაროვის სკოლის STEM მიმართულების პროფესიონალთა გუნდი უძღვება.

აღსანიშნავიარომ წელს STEM ოლიმპიადის ონლაინ შესარჩევ ტურში მონაწილეობა 160 სკოლის 800-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღომათგან საუკეთესო შედეგის მქონე 63 გუნდი პირველ ტურში გადავიდაSTEM ოლიმპიადის ნახევარფინალის ფარგლებში კი 10 ფინალისტი გუნდი გამოვლინდა.

ოლიმპიადის გამარჯვებულ გუნდს კი საქართველოს ბანკისგან გადაეცემა ფულადი პრიზი.

ოლიმპიადის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.

ინფორმაციისთვისსაქართველოს ბანკიკომაროვის სკოლასთან ერთადუკვე ოთხ წელზე მეტია STEM ოლიმპიადას ატარებს – პროექტსრომელიც ფიზიკითმათემატიკითსაბუნებისმეტყველო მეცნიერებებით და ინჟინერიით დაინტერესებული მოსწავლეებისთვის STEM მიმართულებით განათლების შესაძლებლობების შექმნას ისახავს მიზანდ.

საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდსganatleba.bog.ge

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S