Accentnews.ge
„კიდეც რომ იკლოს შემთხვევებმა ზაფხულში, კორონავირუსი ზამთარში აუცილებლად დაბრუნდება, ამიტომ ყურადღება არ უნდა მოვადუნოთ“

„კიდეც რომ იკლოს შემთხვევებმა ზაფხულში, კორონავირუსი ზამთარში აუცილებლად დაბრუნდება, ამიტომ ყურადღება არ უნდა მოვადუნოთ“

13/03/2020 09:55:23 მსოფლიო

ამერიკელი ექიმი, ბალტიმორის ჯანდაცვის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ლეანა ვენი არ გამორიცხავს, რომ ზაფხულში ახალი ტიპის კორონავირუსის (Covid-19) შემთხვევებმა იკლოს, თუმცა იმ ფონზე, რომ არ არსებობს ვაქცინა, Covid-19 ზამთარში აუცილებლად დაბრუნდება.

„შესაძლოა, დათბობასთან ერთად კორონავირუსის შემთხვევები შემცირდეს. ასე მოხდა 2003 წელს დაავადება „სარსის“ შემთხვევაში. თუმცა სადღეისოდ ვითარებას ბევრი ფაქტორი ართულებს, მათ შორის ისიც, რომ არ არსებობს ვაქცინა და კონკრეტული პრეპარატი, რითაც Covid-19–ით ინფიცირებულებს ვუმკურნალებთ. ამ ყველაფრის გათვალისწინებით კიდეც რომ შემცირდეს კორონავირუსის შემთხვევები ზაფხულში, ეს არ ნიშნავს, რომ ის დასრულდა. როგორც კი ზამთარი დადგება, ის აუცილებლად დაბრუნდება. შესაბამისად, ჩვენ ვერ დავამყარებთ იმედს დათბობაზე. ამიტომ, სანამ არ არსებობს ვაქცინა და მკურნალობის კონკრეტული პრეპარატი, აუცილებელია, სადღეისოდ არსებული რეკომენდაციები ზედმიწევნით დავიცვათ და ყურადღება არ მოვადუნოთ“, – განაცხადა ვენმა CNN-ის გადაცემა “Coronavirus: Facts and Fears“–ში სტუმრობისას.

ცნობისთვის: ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით („COVID-19“) გარდაცვალებისა და ინფიცირების შემთხვევები მკვეთრად მცირდება, ქვეყნის საზღვრებს გარეთ კი იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის იტალიასა და ირანშია.

მსოფლიოში "COVID-19"–მა 4 983 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდნობამ კი 134 000–ს გადააჭარბა. 71 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა.

11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 25 შემთხვევაა დადასტურებული. 25 ინფიცირებული პაციენტიდან 22 თბილისის ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული, 3 – საჩხერის კლინიკაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S