Accentnews.ge
SOLO-ს მხარდაჭერით, თბილისი თანამედროვე ხელოვნების პირველ საერთაშორისო აუქციონს უმასპინძლებს

SOLO-ს მხარდაჭერით, თბილისი თანამედროვე ხელოვნების პირველ საერთაშორისო აუქციონს უმასპინძლებს

15/04/2026 15:41:00 საზოგადოება, რეკლამა

SOLO ქართველი ხელოვანების და მათი გაძლიერებისკენ მიმართული ინიციატივების მხარდაჭერას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ჰესსინკის თბილისის სააუქციონო სახლის მიერ ორგანიზებული, თანამედროვე ქართული ხელოვნების პირველი საერთაშორისო აუქციონის პარტნიორია.

აუქციონი, სახელწოდებით „თანამედროვე და მოდერნისტული ქართული ხელოვნება“, გაიმართება თბილისში, 27 აპრილს. პარალელურად მოხდება აუქციონის პირდაპირი ჩართვა საერთაშორისო სააუქციონო პლატფორმებზე, რაც უზრუნველყოფს ლოტების გლობალურ ხილვადობასა და საერთაშორისო კოლექციონერებთან პირდაპირ წვდომას.

კოლექცია მე-20 და 21-ე საუკუნის მხატვრების 90 ნამუშევარს მოიცავს და საქართველოს უნიკალური ვიზუალური ენით შესრულებულ რთულ ნარატივს წარმოაჩენს, რაც მისი კომპლექსური ისტორიით და მდიდარი კულტურული იდენტობით არის ჩამოყალიბებული.

კოლექციონერები, დაწესებულებები, კურატორები, ასევე ხელოვნების დარგის პროფესიონალები, მოწვეულები არიან, რომ მონაწილეობა მიიღონ აუქციონში, რომელიც იშვიათ შესაძლებლობას იძლევა შეიძინოთ მნიშვნელოვანი ხელოვნების ნიმუშები სწრაფად განვითარებადი სახელოვნებო ბაზრიდან და ჩაერთოთ საქართველოს კულტურულ ნარატივში მისი განვითარების ამ გადამწყვეტ მომენტში.

ეს ღონისძიება საერთაშორისო აუქციონების, მრავალმხრივი სახელოვნებო და საკოლექციო კატეგორიების გაფართოებული აქტივობების მუდმივმოქმედი პროგრამის დასაწყისის საწინდარია, რადგან კომპანია თბილისში თავის ხანგრძლივ მოღვაწეობას უყრის საფუძველს.

უნდა აღინიშნოსრომ ჰესსინკის საერთაშორისო აუქციონის სახლი პრესტიჟული დაწესებულებაარომელიც გამომსახველობითი და ძვირფასი კოლექციების განხრით სპეციალიზდებადაწყებული ანტიკვარიატითსაიუველირო ნაკეთობებითვერცხლითსამხედრო ნივთებით და აზიური ხელოვნებით დამთავრებულიგანსაკუთრებით კიის იშვიათი საკოლექციო ნივთებით გამოირჩევამისი სათავო ოფისი მდებარეობს ნიდერლანდებშიკომპანია მოქმედებს გლობალურად და აღიარებულია როგორც ერთ-ერთი სწრაფად მზარდი აუქციონის სახლი დასავლეთ ევროპაში

ის ცნობილია გამორჩეული შედეგებითა და საერთაშორისო სააუქციონო რეკორდებითმან გლობალური აღიარება მოიპოვა 2025 წელსროდესაც რეკორდულ $2.5 მილიონ დოლარად გაყიდა უდიდესი გიბეონის მეტეორიტი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S