Accentnews.ge
"საქართველოს ბანკისა" და ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს საერთაშორისო მოცვის ორგანიზაციის თავმჯდომარე ეწვია

"საქართველოს ბანკისა" და ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს საერთაშორისო მოცვის ორგანიზაციის თავმჯდომარე ეწვია

18/05/2026 18:22:00 ეკონომიკა, რეკლამა

საქართველოს ბანკი აგროსექტორის მხარდაჭერასა და ქვეყანაში თანამედროვე აგროინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობას აგრძელებს.  ამჯერად, ბანკსა და ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციას შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, საქართველოს საერთაშორისო მოცვის ორგანიზაციის (IBO) თავმჯდომარე მარიო სტეტა ეწვია.

ვიზიტის მიზანს საქართველოს, როგორც მოცვის ინდუსტრიის სწრაფად განვითარებადი ქვეყნის, საერთაშორისო პოზიციონირების გაძლიერება და გლობალურ ქსელებში ინტეგრაციის ხელშეწყობა წარმოადგენდა.

ვიზიტის ფარგლებში მარიო სტეტამ ასოციაციის წევრ კომპანიებთან, სექტორის წარმომადგენლებთან, სოფლის მეურნეობის მინისტრთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან გამართა შეხვედრები. მან ასევე მოინახულა მოცვის ფერმები, სანერგეები და ინფრასტრუქტურა, სადაც გაეცნო ქართული მოცვის წარმოების შესაძლებლობებს, ხარისხის მართვის პროცესსა და საექსპორტო პოტენციალს.

"საქართველოს ბანკისთვის აგროსექტორის მხარდაჭერა პრიორიტეტული მიმართულებაა. მოხარულები ვართ, რომ ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციასთან თანამშრომლობის ფარგლებში, საერთაშორისო მოცვის ორგანიზაციის თავმჯდომარეს ვუმასპინძლეთ. გვჯერა, რომ მსგავსი ვიზიტები ხელს უწყობს საერთაშორისო გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარებას, ქართული მოცვის საერთაშორისო ცნობადობის ზრდასა და ახალი პარტნიორობების ჩამოყალიბებას, რაც საბოლოოდ ქართული აგრობიზნესის განვითარებასა და კონკურენტუნარიანობის გაძლიერებაზე აისახება. ჩვენ აქ არ ვჩერდებით და მომავალშიც არაერთ საინტერესო ინიციატივას განვახორციელებთ ქართული აგროსექტორის მხარდასაჭერად“, - განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა, ნინო აფციაურმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S