ბრაზილიის პრეზიდენტს კორონავირუსი დაუდგინდა
13/03/2020 16:03:03 მსოფლიო
ბრაზილიის პრეზიდენტ ჟაირ ბოლსონარუს ახალი ტიპის კორონავირუსი დაუდგინდა. პრეზიდენტის ვაჟის ედუარდუ ბოლსონარუს განცხადებით, კორონავირუსზე ტესტირებას ოჯახის ყველა წევრი გაივლის.
შეგახსენებთ, რომ ჟაირ ბოლსონარუ 6 მარტს ამერიკის შეერთებულ შტატებს სტუმრობდა და ქვეყნს პრეზიდენტთან პირისპირ შეხვედრაც გამართა.
ცნობისთვის: ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით („COVID-19“) გარდაცვალებისა და ინფიცირების შემთხვევები მკვეთრად მცირდება, ქვეყნის საზღვრებს გარეთ კი იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის იტალიასა და ირანშია.
მსოფლიოში "COVID-19"–მა 4 983 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდნობამ კი 134 000–ს გადააჭარბა. 71 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა.
11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 25 შემთხვევაა დადასტურებული. 25 ინფიცირებული პაციენტიდან 22 თბილისის ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული, 3 – საჩხერის კლინიკაში.
განახლება: მოგვიანებით, ბრაზილიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მას კორონავირუსი არ დაუდასტურდა.


