Accentnews.ge
ინიციატივა „ჯერ საქართველოს“ საერთაშორისო მდივანი ნიკოლოზ ხატიაშვილი  უნგრეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

ინიციატივა „ჯერ საქართველოს“ საერთაშორისო მდივანი ნიკოლოზ ხატიაშვილი უნგრეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

25/05/2026 22:26:00 პოლიტიკა

ინიციატივა „ჯერ საქართველოს“ საერთაშორისო მდივანმა ნიკოლოზ ხატიაშვილმა  ჩეხეთში ვიზიტის ფარგლებში, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან - მარგუს ცაჰკნასთან და უნგრეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან მარტუნ ჰაიდუსთან  შეხვედრები გამართა.

შეხვედრებზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობები, საქართველოში არსებული ვითარება და სხვა საკითხები. საუბარი შეეხო ინიციატივა „ჯერ საქართველოს“ საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს, ხედვას და მომავალ გეგმებს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საერთაშორისო პოლიტიკურ დღის წესრიგში საქართველოს როლის შენარჩუნების აუცილებლობაზე და ჩვენი პარტნიორების მხრიდან ამ პროცესის ადვოკატირების მნიშვნელობაზე. უნგრელ კოლეგასთან საუბარი შეეხო „ჯერ საქართველოს“ ინიციატივასა და მადიარის პარტია „ტისას“ შორის თანამშრომლობის გააქტიურებაზე, რაზეც მხარეები შეთანხმდნენ რომ დაიწყებენ აქტიურ მუშაობას.

„გლობალური უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში, მქონდა საინტერესო შეხვედრები ჩვენს პარტნიორებთან. არსებობს დიდი ინტერესი და იმედი საქართველოში ახალი პოლიტიკური ძალების მიმართ, მათ შორის „ჯერ საქართველოს“ მიმართ. ევროპელი პარტნიორები ხედავენ საქართველოს მნიშვნელობას, განსაკუთრებით ერთიანი ევროპული უსაფრთხოების კონტექსტში და მზად არიან მხარი დაუჭირონ მას ყველა მიმართულებით, როდესაც ქვეყანა გამოვა არსებული პოლიტიკური კრიზისიდან და დაუბრუნდება დემოკრატიულ ჩარჩოს. ძალიან მნიშვნელოვანი საუბარი მქონდა უნგრულ მხარესთან, სადაც შევთანხმდით, რომ ვიმუშავებთ ინიციატივა „ჯერ საქართველოს და მმართველ პარტია „ტისას“ შორის ურთიერთობების გაღრმავებაზე“ - განაცხადა ნიკოლოზ ხატიაშვილმა 

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S