Accentnews.ge
SOLO და თბილისი ჰილსი ბავშვთა საერთაშორისო დღეს განსაკუთრებული ღონისძიებებით აღნიშნავენ

SOLO და თბილისი ჰილსი ბავშვთა საერთაშორისო დღეს განსაკუთრებული ღონისძიებებით აღნიშნავენ

27/05/2026 15:20:00 საზოგადოება, რეკლამა

SOLO, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, Tbilisi Hills-თან პარტნიორობით, სპეციალურ ღონისძიებებს მართავს.

ივნისს, 15:00 საათიდან 20:00 საათამდე თბილისი ჰილსის ტერიტორიაზე დაგხვდებათ სხვადასხვა შემეცნებითი და გასართობი აქტივობები, რომლებიც შესაძლებლობას მოგცემთ, შეიქმნათ დაუვიწყარი მოგონებები თქვენს საყვარელ ადამიანებთან ერთად.

ღონისძიების ფარგლებში დაგხვდებათ:

  • შემოქმედებითი სივრცე, სადაც ბავშვებს შესაძლებლობა ექნებათ, ერთობლივად შექმნან ფერადი ნამუშევრები
  • ფრანების ვორქშოპი, რომლის ფარგლებშიც, მონაწილეები საკუთარი ხელით ააწყობენ, გააფერადებენ და ერთად ააფრენენ ფრანებს
  • საპნის ბუშტების ვორქშოპი, რომელიც ვიზიტორებს გიგანტური და ფერადი საპნის ბუშტების შექმნის სივრცეს სთავაზობს
  • ეზოს თამაშების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც გაიმართება გუნდური თამაშები ღია ცის ქვეშ მთელი ოჯახისთვის
  • სათავგადასავლო აქტივობები - კვადროციკლები, ბაგები და სხვა გასართობი ბავშვებისა და მშობლებისთვის
  • საავიაციო კუთხე, სადაც დაგხვდებათ შემეცნებითი აქტივობები პატარა ავიატორებისთვის
  • ინტერაქციული საოჯახო აქტივობები, რომელიც მოიცავს სპეციალურად ოჯახებისთვის შექმნილ პროგრამასა და განსაკუთრებულ შეთავაზებებს
  • ასევე, დაგხვდებათ ნაყინის კუთხე, ფუდ-კორტი და სპეციალური პიკნიკ-მენიუ ყველა ასაკის სტუმრისთვის

შეთავაზებებისა და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S