ესპანეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
13/03/2020 16:12:57 მსოფლიო
ესპანეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. მთავრობის გადაწყვეტილების თანახმად, აფთიაქებისა და სასურსათო მაღაზიების გარდა, ყველა დაწესებულება დაიხურა. შეზღუდვები ეხება საჯარო თავშეყრის ადგილებს, რესტორნებს, კაფეებს, ღამის კლუბებს, ბიბლიოთეკებს, სავარჯიშო დარბაზებს და ა. შ.
ბოლო მონაცემებით, ესპანეთში ახალი ტიპის კორონავირუსს 120 ადამიანი ემსხვერპლა, ინფიცირებულია 4209.
ცნობისთვის: ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით („COVID-19“) გარდაცვალებისა და ინფიცირების შემთხვევები მკვეთრად მცირდება, ქვეყნის საზღვრებს გარეთ კი იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის იტალიასა და ირანშია.
მსოფლიოში "COVID-19"–მა 4 983 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდნობამ კი 134 000–ს გადააჭარბა. 71 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა.
11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 25 შემთხვევაა დადასტურებული. 25 ინფიცირებული პაციენტიდან 22 თბილისის ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული, 3 – საჩხერის კლინიკაში.


