საქართველოს ბანკსა და "თეგეტა ჰოლდინგს" შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
04/06/2026 11:33:00 ეკონომიკა, რეკლამა
საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აგრძელებს. ამჯერად, ბანკსა და "თეგეტა ჰოლდინგს" შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. პარტნიორობის ფარგლებში მხარეები RECSOL-ის საბურავების გადამმუშავებელი საწარმოს პროექტის განვითარებაზე ითანამშრომლებენ.
დოკუმენტს ხელი საქართველოს ბანკისკორპორაციული კლიენტების მომსახურებისდეპარტამენტის დირექტორმა, გიორგი კუკულაძემ და "თეგეტა ჰოლდინგის" მთავარმა აღმასრულებელმა ოფიცერმა, ეკატერინე ქავთარაძემ მოაწერეს.
თანამშრომლობის მიზანი საქართველოშიმდგრადი და ინოვაციურიბიზნესინიციატივების მხარდაჭერა, ცირკულარული ეკონომიკის პრინციპებისდანერგვის ხელშეწყობა დაგარემოსდაცვითი მიმართულებითმნიშვნელოვანი პროექტების განვითარებაა.
RECSOL-ის საბურავების გადამუშავებისქარხანა საქართველოს ბანკისა და საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის მხარდაჭერით შენდება. პროექტი მიზნად ისახავს საქართველოშიერთ-ერთი ყველაზე რთულად სამართავინარჩენის - გამოყენებული საბურავებისეფექტიან მართვასა და მათ გარდაქმნასეკონომიკური ღირებულების მქონერესურსად. გადამუშავების შედეგადმიღებული მასალები სხვადასხვაინდუსტრიაში იქნება გამოყენებული.
საწარმოს ამოქმედება მიმდინარე წლისშემოდგომაზეა დაგეგმილი და ისყოველწლიურად 25-30 ათასი ტონასაბურავის გადამუშავებას შეძლებს.
"საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია ისეთი ბიზნესინიციატივების მხარდაჭერა, რომლებიც ეკონომიკურ ღირებულებასთან ერთად გარემოსდაცვით და სოციალურ სარგებელსაც ქმნის. მოხარულები ვართ, რომ ვთანამშრომლობთ კომპანიასთან, რომელიც საქართველოში ნარჩენების მართვისა და გადამუშავების მიმართულებით თანამედროვე სტანდარტების დამკვიდრებას უწყობს ხელს და ინდუსტრიის განვითარებისთვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის. გვჯერა, რომ აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს ახალი ინდუსტრიული მიმართულების განვითარებას, სამუშაო ადგილების შექმნასა და საქართველოს, როგორც ნარჩენების მართვისა და გადამუშავების რეგიონული ჰაბის, პოტენციალის გაძლიერებას. საქართველოს ბანკი კი აქტიურად აგრძელებს ისეთი პროექტების მხარდაჭერას, რომლებიც მდგრად განვითარებასა და ქვეყნის ეკონომიკის გრძელვადიან გაძლიერებას ემსახურება." - საქართველოს ბანკისკორპორაციული კლიენტების მომსახურებისდეპარტამენტის დირექტორმა, გიორგი კუკულაძემ
RECSOL "ეკო სერვის ჯორჯიასთან" პარტნიორობით შენდება და საქართველოში ნარჩენების მართვის სრულიად ახალი მოდელის დანერგვას ისახავს მიზნად. საწარმო ევროპული სტანდარტებს სრულად შეესაბამება და CE და ISO მოთხოვნებს დააკმაყოფილებს.
"RECSOL ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და სტრატეგიული პროექტია "თეგეტა ჰოლდინგისთვის." გამოყენებული საბურავები ათწლეულების განმავლობაში საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე რთულად სამართავ ნარჩენად მიიჩნევა და სერიოზული გარემოსდაცვითი საფრთხეა. ჩვენი მიზანია, ეს ნარჩენი ეკონომიკურ ღირებულებად გარდავქმნათ და ცირკულარული ეკონომიკის პრინციპები თეორიული კონცეფციიდან რეალურ, მოქმედ სისტემად ვაქციოთ.
ამ მასშტაბის ინიციატივის განხორციელება შეუძლებელი იქნებოდა საქართველოს ბანკის მხარდაჭერის გარეშე. ბანკი ჩვენთვის არა მხოლოდ ფინანსური პარტნიორია, არამედ იზიარებს ჩვენს ხედვას მდგრადი განვითარების, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობისა და გრძელვადიანი ეკონომიკური სარგებლის შესახებ. სწორედ ასეთი თანამშრომლობა გვაძლევს შესაძლებლობას, შევქმნათ სრულიად ახალი ინდუსტრიული მიმართულება, რომელიც ახალ სამუშაო ადგილებს შექმნის, ტექნიკურ ექსპერტიზას გააძლიერებს და საქართველოს ნარჩენების მართვისა და გადამუშავების რეგიონულ ჰაბად ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს." - აღნიშნა "თეგეტა ჰოლდინგის" მთავარმა აღმასრულებელმა ოფიცერმა, ეკატერინე ქავთარაძემ.


