Accentnews.ge
დიდ ბრიტანეთში არჩევნები კოროვირუსის გამო ერთი წლით გადადეს

დიდ ბრიტანეთში არჩევნები კოროვირუსის გამო ერთი წლით გადადეს

13/03/2020 17:08:57 მსოფლიო

დიდმა ბრიტანეთმა ადგილობრივი და მერების არჩევნები ახალი ტიპის კოროვირუსის გამო ერთი წლით გადადო, – ამის შესახებ CNN–ს ქვეყნის მთავრობაში განუცხადეს.

შეგახსენებთ, რომ ინგლისში ადგილობრივი და მერების არჩევნები 7 მაისს უნდა გამართულიყო.

ბოლო მონაცემებით, დიდ ბრიტანეთში კორონავირუსს 10 ადამიანი ემსხვერპლა, ინფიცირებულია 798.

ცნობისთვის: ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით („COVID-19“) გარდაცვალებისა და ინფიცირების შემთხვევები მკვეთრად მცირდება, ქვეყნის საზღვრებს გარეთ კი იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის იტალიასა და ირანშია.

მსოფლიოში "COVID-19"–მა 4 983 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდნობამ კი 134 000–ს გადააჭარბა. 71 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა.

11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 25 შემთხვევაა დადასტურებული. 25 ინფიცირებული პაციენტიდან 22 თბილისის ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული, 3 – საჩხერის კლინიკაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S