Accentnews.ge
აშშ–ში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

აშშ–ში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

13/03/2020 19:33:09 მსოფლიო

აშშ–ში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. შესაბამისი განცხადება პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. ახალი ტიპის კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის ქვეყნის საგანაგებო სიტუაციების ფონდიდან 50 მილიარდი დოლარი გამოიყოფა.

მანამდე,12 მარტს კორონავირუსის გავრცელების გამო აშშ–მა ევროპის 26 ქვეყნიდან უცხოელების მიღება შეაჩერა. აკრძალვა 13 მარტიდან 30 დღით ამოქმედდა. გამონაკლისი მხოლოდ დიდი ბრიტანეთის მოქალაქეებისთვის დაიშვება.

ბოლო მონაცემებით, აშშ–ში ახალი ტიპის კორონავირუსს 40 ადამიანი ემსხვერპლა, ინფიცირებულია 1701.

ცნობისთვის: ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით („COVID-19“) გარდაცვალებისა და ინფიცირების შემთხვევები მკვეთრად მცირდება, ქვეყნის საზღვრებს გარეთ კი იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის იტალიასა და ირანშია.

მსოფლიოში "COVID-19"–მა 4 983 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდნობამ კი 134 000–ს გადააჭარბა. 71 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა.

11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 25 შემთხვევაა დადასტურებული. 25 ინფიცირებული პაციენტიდან 22 თბილისის ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული, 3 – საჩხერის კლინიკაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S