ბილ გეითსი „მაიკროსოფტის“ მმართველთა საბჭოს ტოვებს
13/03/2020 21:53:59 მსოფლიო
ბილ გეითსი „მაიკროსოფტის“ მმართველთა საბჭოს ტოვებს. როგორც „ბიბისი“ წერს, კომპანიის დამფუძნებელი უფრო მეტ დროს ფილანტროპულ აქტივობას დაუთმობს.
გეითსი აცხადებს,რომ ფოკუსირებული იქნება გლობალურ ჯანდაცვაზე, განათლებასა და კლიმატის ცვლილების საკითხებზე.
გეითსმა ასევე დატოვა კიდევ ერთი უმდიდრესი ადამიანის, უორენ ბაფეტის ჰოლდინგის მმართველთა საბჭოც.
გეითსი „მაიკროსოფტის“ ხელმძღვანელის პოსტიდან 2008 წელს გადადგა.


