Accentnews.ge
თურქეთმა რიგ ქვეყნებთან ავიამიმოსვლა შეწყვიტა

თურქეთმა რიგ ქვეყნებთან ავიამიმოსვლა შეწყვიტა

14/03/2020 06:10:18 მსოფლიო

თურქეთმა ევროპის ცხრა ქვეყანასთან - გერმანიასთან, საფრანგეთთან, ესპანეთთან, ნორვეგიასთან, დანიასთან, ავსტრიასთან, შვედეთთან, ბელგიასთან და ნიდერლანდებთან ავიამიმოსვლა შეწყვიტა. შეზღუდვა 14 მარტს ამოქმედდება და 17 აპრილამდე დარჩება ძალაში

როგორც თურქეთის ტრანსპორტის მინისტრმა მეჰმეთ თურჰანმა გსნაცხადა, სიაში სხვა ქვეყნების შეყვანასაც არ არის გამორცხული.

თურქეთს უკვე შეწყვეტილი აქვს ავიამიმოსვლა იტალიასთან, ჩინეთთან, სამხრეთ კორეასთან, ირანთან და ერაყთან.

„თურქიშ ეარლაინსში“ განაცხადეს, რომ ევროპის ქვეყნების მიმართულებით ბილეთების მფლობელებს ზარალს აუნაზღაურებენ.

ბოლო ინფორმაციით, თურქეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა.

ცნობისთვის: ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით („COVID-19“) გარდაცვალებისა და ინფიცირების შემთხვევები მკვეთრად მცირდება, ქვეყნის საზღვრებს გარეთ კი იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის იტალიასა და ირანშია.

მსოფლიოში "COVID-19"–მა 5400 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდნობამ კი 145 000–ს გადააჭარბა. 73 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა.

11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 25 შემთხვევაა დადასტურებული. 25 ინფიცირებული პაციენტიდან 22 თბილისის ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული, 3 – საჩხერის კლინიკაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S