იტალიელები ერთმანეთს ჰიმნით ამხნევებენ [ვიდეო]
14/03/2020 06:32:11 მსოფლიო
რომის სან ლორენცოსა და პიგნეტოს უბნებში, სადაც პარასკევს საღამოს ტრადიციულად ახალგაზრდები იკრიბებიან, რათა უქმეების წინ გაერთონ, მხოლოდ იტალიის ჰიმნის ხმა ისმოდა. ჰიმნი მოქალაქეებმა ღია ფანჯრებიდან და აივნებიდან შეასრულეს.
სოციალური ქსელებით დაგეგმილი ფლეშმობით იტალიელებმა კორონავირუსთან ბრძოლის დროს ერთმანეთი გაამხნევეს.


