სამხრეთ კორეაში კორონავირუსისთ დაინფიცირებულთა რაოდენობა იკლებს
14/03/2020 06:43:17 მსოფლიო
სამხრეთ კორეაში კორონავირუსისთ დაინფიცირებულთა რაოდენობა იკლებს.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში დაინფიცირების 107 შემთხვევა გამოვლინდა. ეს 22 თებერვლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. 107 შემთხვევიდან 62 ქალაქ დეგუში ფიქსირდება.
სამხრეთ კორეაში ვირუსით 8 086 ადამიანია დაინფიცირებული, დაღუპულია 72 ადამიანი.
ცნობისთვის: ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით („COVID-19“) გარდაცვალებისა და ინფიცირების შემთხვევები მკვეთრად მცირდება, ქვეყნის საზღვრებს გარეთ კი იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის იტალიასა და ირანშია.
მსოფლიოში "COVID-19"–მა 5400 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდნობამ კი 145 000–ს გადააჭარბა. 73 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა.
11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 25 შემთხვევაა დადასტურებული. 25 ინფიცირებული პაციენტიდან 22 თბილისის ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული, 3 – საჩხერის კლინიკაში.


