საფრანგეთში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი ერთ დღეში 800–ით გაიზარდა
14/03/2020 06:47:47 მსოფლიო
საფრანგეთში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა ერთ დღეში 800 ადამიანით გაიზარდა. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.
ამ ეტაპზე ქვეყნის მაშტაბით 3 661 შემთხვევა ფიქსირდება, გარდაცვლილია 79.
ცნობისთვის: ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით („COVID-19“) გარდაცვალებისა და ინფიცირების შემთხვევები მკვეთრად მცირდება, ქვეყნის საზღვრებს გარეთ კი იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის იტალიასა და ირანშია.
მსოფლიოში "COVID-19"–მა 5400 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდნობამ კი 145 000–ს გადააჭარბა. 73 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა.
11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 25 შემთხვევაა დადასტურებული. 25 ინფიცირებული პაციენტიდან 22 თბილისის ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული, 3 – საჩხერის კლინიკაში.


