ავიაკომპანია “არმენია” თბილისი-ერევანი-მოსკოვის რეისების შესრულებას განაგრძობს
14/03/2020 16:10:04 მსოფლიო
ავიაკომპანია “არმენიას” დირექტორის მოადგილე გევორქ ხაჩატრიანი ადასტურებს, რომ კომპანია ყველა ქვეყნის მოქალაქეებისთვის თბილისი-ერევანი-მოსკოვის რეისების შესრულებას განაგრძობს.
«ვინაიდან ეს სატრანზიტო რეისია, მგზავრები ერევნის “ზვარტნოცის” აერპორტში თვითმფრინავს არ ტოვებენ. ჩვენ რეგულარულ რეისებს ვაგრძელებთ», - აღნიშნა მან რუსულ “ტასთან” საუბრისას.
ცნობისთვის: ახალი ტიპის კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, სომხეთისა და საქართველოს მთავრობებმა ორ ქვეყანას შორის მოქალაქეების გადაადგილება დროებით შეწყვიტეს.
• ამ დროისთვის სომხეთში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირების 15 დადასტურებული შემთხვევაა აღრიცხული, საქართველოში - 30.


