Accentnews.ge
"დღეს კორონავირუსზე ტესტი გავიკეთე"

"დღეს კორონავირუსზე ტესტი გავიკეთე"

14/03/2020 17:00:57 მსოფლიო

აშშ–ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, მან ახალი ტიპის კორონავირუსზე ტესტი გაიკეთა და ამჟამად ანალიზების პასუხების მოლოდინშია.

„არანაირი სიმპტომი არ მაქვს, მაგრამ ტესტი მაინც გავიკეთე“, – განაცხადა ტრამპმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმად, ბრაზილიის პრეზიდენტ ჟაირ ბოლსონარუს კორონავირუსი დაუდგინდა. მოგვიანებით, აღნიშნული თავად ბრაზილიის პრეზიდენტმა უარყო და განაცხადა, რომ მას ვირუსი არ დაუდასტურდა.

ჟაირ ბოლსონარუ 6 მარტს ამერიკის შეერთებულ შტატებს სტუმრობდა და ამერიკელ კოლეგასთან არაერთი შეხვედრა გამართა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S