იტალიაში გასული დღე-ღამეში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი სამჯერ გაიზარდა
14/03/2020 20:30:25 მსოფლიო
იტალიაში ახალი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი გასული დღე-ღამის განმავლობაში სამჯერ გაიზარდა. ამის შესახებ იტალიის სამოქალაქო თავდაცვის სამსახურის ხელმძღვანელმა, ანჯელო ბორელიმ განაცხადა.
მისი თქმით, ბოლო 24 საათში ვირუსისგან 527 პაციენტი განიკურნა, სულ კი ვირუსი 1966 -მა პაციენტმა დაძლია.
გასული დღე-ღამის განმავლობაში 175 ადამიანი გარდაიცვალა. თუმცა, წინა დღესთან შედარებით, ეს მაჩვენებელიც შემცირებულია. გარდაცვლილთა საერთო ოდენობა 1441-ს შეადგენს.
რაც შეეხება ინფიცირების ახალ შემთხვევებს, ბოლო 24 საათში მათი რიცხვი 3500-ით გაიზარდა და 21 000-ს აჭარბებს.


