Accentnews.ge
იტალიის ქალაქ ბერგამოში დაკრძალვის ცერემონია ყოველ 30 წუთში იმართება

იტალიის ქალაქ ბერგამოში დაკრძალვის ცერემონია ყოველ 30 წუთში იმართება

15/03/2020 10:58:58 მსოფლიო

იტალიაში, ლომბარდიის რეგიონის ქალაქ ბერგამოში, რომელიც ეპიდემიის ეპიცენტრია, დაკრძალვის ცერემონია ყოველ 30 წუთში იმართება.

„დაკრძალვის ცერემონია ყოველ ნახევარ საათში იმართება. მაგალითად, შაბათს 18 ადამიანი დაიკრძალა, კვირას – 44, ორშაბათს – 44, სამშაბათს – 33, ოთხშაბათს – 51. დღეში საშუალოდ 40 ადამიანის დაკრძალვა ხდება. მადლობას ვუხდი ჩემს თანამშრომლებს ასეთი ტრაგედიის დროს გაწეული თავდაუზოგავი შრომისთვის. რა თქმა უნდა, ვერასდროს წარმოვიდგენდით, თუ ასეთ საგანგებო ვითარებაში მოგვიწევდა მუშაობა“, – განაცხადა ბერგამოს სასაფლაოები დირექტორმა ჯაკომო ანჯელონიმ.

გასული დღე–ღამის განმავლობაში იტალიაში ახალი ტიპის კორონავირუსს 252 ადამიანი ემსხვერპლა. ბოლო მონაცემებით, დაავადებით დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 1,441–ს მიაღწია, ინფიცირებულია 21,157, გამოჯანმრთელებულია 1,966.

ცნობისთვის: ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით („COVID-19“) გარდაცვალებისა და ინფიცირების შემთხვევები მკვეთრად მცირდება, ქვეყნის საზღვრებს გარეთ კი იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის ევროპასა და ირანშია.

მსოფლიოში "COVID-19"–მა 5500 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდნობამ კი 152 000–ს გადააჭარბა. 75 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 30 შემთხვევაა დადასტურებული. 30 ინფიცირებული პაციენტიდან 27 თბილისის ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული, 3 – საჩხერის კლინიკაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S