Accentnews.ge
ავსტრალიაში, სუპერმარკეტში ტუალეტის ქაღალდის განაწილებისას ქალი მამაკაცს დანით გამოეკიდა

ავსტრალიაში, სუპერმარკეტში ტუალეტის ქაღალდის განაწილებისას ქალი მამაკაცს დანით გამოეკიდა

15/03/2020 14:21:22 მსოფლიო

ავსტრალიაში, სუპერმარკეტში ტუალეტის ქაღალდის განაწილებისას ქალი და მამაკაცი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ბრიტანული მედიის ცნობით, ჩხუბის დროს ქალი მამაკაცს დანით გაეკიდა.

შეშინებულმა გამყიდველებმა პოლიცია გამოიძახეს. ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა ქალი განყოფილებაში გადაიყვანეს. პოლიციის განცხადებით, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

მას შემდეგ, რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი ტიპის კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა, მსოფლიოში, განსაკუთრებით კი ევროპაში, სუპერმარკეტებში ხალხმა დიდი რაოდენობით ტუალეტის ქაღალდების, ანტისეპტიკური საშუალებებისა და საკვების შეძენა დაიწყო.

ამ დროისთვის ავსტრალიაში, სუპერმარკეტები ტუალეტის ქაღალდებს თითო მომხმარებელზე შეზღუდული რაოდენობით ჰყიდიან.

ცნობისთვის: ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით („COVID-19“) გარდაცვალებისა და ინფიცირების შემთხვევები მკვეთრად მცირდება, ქვეყნის საზღვრებს გარეთ კი იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის ევროპასა და ირანშია.

მსოფლიოში "COVID-19"–მა 5400 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდნობამ კი 145 000–ს გადააჭარბა. 73 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 30 შემთხვევაა დადასტურებული.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S