Accentnews.ge
რონალდო პორტუგალიაში საკუთარ სასტუმროებს უფასო საავადმყოფოებად მოაწყობს

რონალდო პორტუგალიაში საკუთარ სასტუმროებს უფასო საავადმყოფოებად მოაწყობს

15/03/2020 15:10:45 მსოფლიო

„იუვენტუსისა“ და პორტუგალიის ნაკრების ფორვარდი კრიშტიანო რონალდო სამშობლოში მდებარე საკუთარ სასტუმროებს უფასო საავადმყოფოებად მოაწყობს.

ამასთან, ფეხბურთელი მედპერსონალს ხელფასებს თავად აუნაზღაურებს.

35 წლის რონალდო 12 მარტიდან კარაბტინში იმყოფება. იგი მადეირაში, საკუთარ სახლში 14 დღის განმავლობაში თვითიზოლაციაში იქნება.

ფეხბურთელის საკარანტინო სივრცეში მოთავსების აუცილებლობა მას შემდეგ დადგა, რაც მის თანაგუნდელ დანიელე რუგანის ახალი ტიპის კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც ბრიტანული მედია იუწყება, რამდენიმე დღის წინ „იუვენტუსისა“ და „ინტერის“ მატჩი გულშემატკივრების გარეშე გაიმართა. რონალდო და რუგანი ერთი გასახდელი ოთახით სარგებლობდნენ.

ამ დროისთვის ორივე გუნდის ფეხბურთელები, სამწვრთნელი შტაბი, მსაჯები და ყველა, ვინც ჩართულნი იყვნენ თამაშში, უკვე თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

ცნობისთვის: ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით („COVID-19“) გარდაცვალებისა და ინფიცირების შემთხვევები მკვეთრად მცირდება, ქვეყნის საზღვრებს გარეთ კი იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის ევროპასა და ირანშია.

მსოფლიოში "COVID-19"–მა 5400 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდნობამ კი 145 000–ს გადააჭარბა. 73 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 30 შემთხვევაა დადასტურებული.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S