Accentnews.ge
მედია – კორონავირუსის კრიზისი 2021 წლის გაზაფხულამდე გაგრძელდება და 7,9 მილიონი ბრიტანელი საავადმყოფოში მოხვდება

მედია – კორონავირუსის კრიზისი 2021 წლის გაზაფხულამდე გაგრძელდება და 7,9 მილიონი ბრიტანელი საავადმყოფოში მოხვდება

15/03/2020 17:17:15 მსოფლიო

ახალი ტიპის კორონავირუსის კრიზისი 2021 წლის გაზაფხულამდე გაგრძელდება და 7,9 მილიონი ბრიტანელი საავადმყოფოში მოხვდება, – იუწყება "The Guardian" მის მიერ მოპოვებულ საიდუმლო დოკუმენტებზე დაყრდნობით.

გამოცემის ცნობით, დოკუმენტები ინგლისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა შეადგინა.

"ამავე დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტთა გათვლით, მომდევნო ერთ წელიწადში კორონავირუსით ბრიტანელების 80 პროცენტი დაინფიცირდება. მათივე პროგნოზით, ინფიცირებულთა 15 პროცენტს, ანუ 7,9 მილიონ ადამიანს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდება. 500 000-დან 5 მილიონამდე ადამიანი, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვან სფეროებშია დასაქმებული, ეპიდემიის პიკის დროს ავად გახდება. ეს ეხება ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სექტორში დასაქმებულ 1,5 მილიონ ადამიანს.იმ შემთხვევაში, თუ ეს პროგნოზი გამართლდება და დიდი ბრიტანეთის 80 პროცენტი დაავადდება", – წერს "The Guardian".

მისივე ცნობით, სპეციალისტები, რომლებიც ინგლისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მიერ შედგენილ დოკუმენტსა და სხვა ექსპერტების მოსაზრებას გაეცნენ, აცხადებენ, რომ მომდევნო 10-14 კვირაში ინფიცირებულთა რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზრდება.

„ეს ნიშნავს, რომ ეპიდემიის პიკი მაისის ბოლოს ან ივნისის დასაწყისში იქნება და ამ დროს დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის სფერო მნიშვნელოვნად დაიტვირთება. ყველა ქვეყნის სტრატეგია იმაში მდგომარეობს, რომ ეპიდემიის პიკი რაც შეიძლება დიდი ხნით გადაავადონ, რათა ჯანდაცვის სფერო მომზადებული იყოს. ასევე არსებობს შესაძლებლობა, რომ არ გამოჩნდეს ახალი სამკურნალო საშუალებები“, – წერს "The Guardian".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S